ახალგაზრდა სპეციალისტები წყალდიდობების მოდელირებისა და კარტირების სამუშაოებში ჩაერთვებიან
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ახალგაზრდა სპეციალისტები წყალდიდობების მოდელირებისა და კარტირების სამუშაოებში ჩაერთვებიან.
სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხებზე საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები გაიარეს. დამწყებ სპეციალისტებს ექსპერტები პრაქტიკული სამუშაოების შესრულების დროსაც გაუწევენ დახმარებას.
პროექტის „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 2019 წლიდან დღემდე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დასაქმდა ათზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელთაგან ხუთი სააგენტოს მუდმივი თანამშრომელი გახდა.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა/წყალმოვარდნა, სეტყვა, თოვლის ზვავი, გვალვა, ძლიერი ქარი, მეწყერი, ღვარცოფი) მოდელირებასა და შესაბამისი რუკების შემუშავებას.