„ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“
საერთაშორისო პროექტი
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
პროგრამის პრიორიტეტი: სუფთა და მწვანე რეგიონი
საერთო მიზანი: RSO2.7: ბუნების, ბიომრავალფეროვნების და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობის გაძლიერება (მათ შორის ურბანულ სივრცეებში) და ყველა სახის დაბინძურების შემცირება.
პროექტის ხანგრძლივობა: 2024 წლის ივნისი - 2026 წლის აგვისტო
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 823.980,84 ევრო
Interreg Funds/ევროკავშირის დაფინანსება: 741.582,75 ევრო
პარტნიორები:
1. რუმინეთის საზღვაო სასწავლო ცენტრი - რუმინეთი (RO) CERONAV - წამყვანი პარტნიორი
2. შავი ზღვა - დუნაის კვლევისა და განვითარების ასოციაცია ბულგარეთი (BG) BDCA
3. საქართველოს – სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (GE) NEA
4. პირი რეის უნივერსიტეტი თურქეთი (TR)
5. შაბლას მუნიციპალიტეტი ბულგარეთი (BG) SM
პროექტის საერთო მიზანი: ცნობიერების ამაღლება, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესებასა და დაბინძურების შემცირებასთან, ასევე ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერებასთან, რათა შეძლონ პროექტის განხორციელების პერიოდში სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და სწავლება, შავი ზღვის აუზის რეგიონების სანაპირო ზონებსა და საპორტო ქალაქებში.
LEARN4SEA აქტივობები:
ვებ პორტალის საშუალებით ერთმანეთთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრების (EICs) ქსელის დიზაინი და მოწყობა, რომლებიც სათანადოდ იქნება აღჭურვილი შავი ზღვის აუზის დაბინძურების შემცირებისა და გარემოს დაცვისთვის საჭირო ქმედებების განსახორციელებლად.
წყლისა და ჰაერის ხარისხის პარამეტრების გაზომვების ორგანიზება, შემდგომი ქმედებების დასაგეგმად, ცნობიერების ამაღლების მიზნით.
შეგროვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე ჰაერისა და წყლის ხარისხის შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგიის მიწოდება და პილოტირება.
სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით სარეკლამო და ინოვაციური საგანმანათლებლო მასალების შემუშავება.
არაფორმალური ტრენინგი სხვადასხვა საგანმანათლებლო დონეზე.
სადემონსტრაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მოქალაქეების გარემოსადმი ქცევის შესაცვლელად შავი ზღვის აუზის რეგიონებში.
თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ადმინისტრაციებს შორის ინიციატივებისა და რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც მიმართული იქნება დაბინძურების შემცირებასა და გარემოს უკეთ დაცვაზე.
პროექტის შედეგები:
პროექტის პარტნიორების მიერ ერთობლივად შემუშავდება ინოვაციური მეთოდოლოგია გარემოსდაცვითი მიმართულების სპეციალისტებისთვის, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი/რეგიონული ადმინისტრაციების მიერ, დაბინძურების შემცირების მიზნით, ადგილობრივი ინიციატივების შემუშავების პროცესში. მეთოდოლოგია დაფუძნებული იქნება კონსორციუმის მიერ, არსებული ოფიციალური მონაცემების შევსების მიზნით ჩატარებული ჰაერისა და წყლის ხარისხის გაზომვების ანალიზზე, პარტნიორების ექსპერტიზაზე, და პარტნიორების მიერ განხორციელებული, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე, ცოდნასა და შესყიდულ აღჭურვილობაზე.
შეიქმნება გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრები (EICS) შავი ზღვის აუზის რეგიონებში არაფორმალური საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმა. მისი მონაცემთა ბაზა არა მხოლოდ ხელმისაწვდომს გახდის პროექტში შემუშავებულ ყველა ინფორმაციას და მასალას, არამედ გამოყენებული იქნება 4 მონაწილე ქვეყნის მიერ, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული სენსორებიდან რეალურ დროში შეგროვებული მონაცემების გასაზიარებლად.
ასეთი ცენტრი მოეწყობა თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციაში, რომელიც დაფუძნებული იქნება, ამ კონსორციუმში ჩართული ორი პარტნიორის მიერ წარსულში გამხორციელებული პროექტის - GREEN DANUBE კონცეფციაზე და მორგებული იქნება რეალურ საჭიროებებზე.
თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბების სახელმძღვანელო მითითებები რომელიც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთკავშირის და კომუნიკაციის გაძლიერებას და სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი ინიციატივების და გამოცდილების საუკეთესო მაგალითები გარემოს დაცვისა და დაბინძურების შემცირების მიმართულებით. სადემონსტრაციო კამპანიები და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ყველა პარტნიორის მიერ ინოვაციური სასწავლო მასალების და ინფორმაციის გამოყენებით. ერთობლივად შემუშავებული მასალები გათვლილი იქნება ფართო საზოგადოებაზე (მათ შორის ბავშვები, ახალგაზრდები, მოზარდები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები).
საკონტაქტო მონაცემები:
წამყვანი პარტნიორი: CERONAV - რუმინეთის საზღვაო სასწავლო ცენტრი, კონსტანცია, რუმინეთი
ვებგვერდი: www.ceronav.ro;
საკონტაქტო პირი: ქალბატონი მიჰაელა ვინტილა
ელ-ფოსტა: mihaelavintila@ceronav.ro.