საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გარემოს ეროვნული სააგენტო

წყლის რესურსები

საქართველო მდიდარი წყლის რესურსებით - მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარებითა და მიწისქვეშა წყლები.

ქვეყნის ტერიტორიაზე 860-მდე ტბა, 26 000-ზე მეტი მდინარე და 43 ხელოვნუ წყალსაცავია. ერთ სულ მოსახლეზე განახლებადი წყლის რესურსების ჯამური რაოდენობით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი წყალუხვი ქვეყანაა.

საქართველოს მდინარეების უმეტესობა წყლის ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა, პერიოდულად, ზოგიერთ მდინარეში წყლის ხარისხთან მიმართებით არის გარკვეული გამოწვევები.

წყლის რესურსებს შორის მნიშვნელოვანია მიწისქვეშა წყლების როლი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახეობით - მტკნარი, მინერალური, თერმული, სამკურნალო-ბალნეოლოგიური და სამრეწველო წყლებით არის წარმოდგენილი.  მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მნიშვნელობა განსაკუთრებით აქტუალური ხდება კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, ხოლო სამკურნალო-ბალნეოლოგიური მიწისქვეშა წყლები საკურორტო-ტურიზმისა და სამკურნალო-დასასვენებელი ქსელის აღდგენა-განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.

 

საქართველოში ეკოსისტემების მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ქვეყნის მდინარეების 75%-ზე მეტი შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 320 კმ-ია.

საქართველოს წყლის რესურსების (მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების, ზედაპირული და სანაპირო წყლების) ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სამი სხვადასხვა დარგობრივი დეპარტამენტი (გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის დეპარტამენტები) უზრუნველყოფს, ხოლო ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ტარდება.

 

საქართველოში მთავარ წყალმოსარგებლეებს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ენერგეტიკისა და საყოფაცხოვრებო სექტორები წარმოადგენს. წყლის რესურსები რეკრეაციული მიზნითაც გამოიყენება.