მეთევზეობა, აკვაკულტურა და წყლის ბიომრავალფეროვნება
საქართველოს საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში მეთევზეობის კვლევა - თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი, თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი;
აკვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აკვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა;
საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის კვლევა და მონიტორინგი;
საქართველოს შიგა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) ბიომრავალფეროვნების (თევზები, ასოცირებული ჰიდროფაუნა, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოები, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორა, მიკრობიოტა) კვლევა და მონიტორინგი;
ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის წინადადებების შემუშავება, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს წითელი ნუსხის განახლებაში მონაწილეობის მიღება.