გეოლოგია
რეგულარული (გაზაფხული, შემოდგომა) გეოლოგიური მონიტორინგი ურბანულ დასახლებებში და მიმდებარე ტერიტორიებზე;
ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გეოლოგიური სტიქიის (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სტიქიის საშიშროების რისკისა და შედეგების შეფასება, შესაბამისი დასკვნების და რეკომენდაციების მომზადება;
ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის მომზადება/გამოცემა - საანგარიშო წელს სტიქიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი მომდევნო წლისათვის;
ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება (საკარმიდამო ნაკვეთებზე, საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე), გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით;
გეოლოგიური საფრთხეების ზონირების (დარაიონება) რუკების შედგენა;
ქ. თბილისის გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) მონიტორინგი და საფრთხეების ზონირების რუკის შედგენა/განახლება;
სამშენებლო მოედნებზე წინმსწრები ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება (ფასიანი მომსახურება);
გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) მონაცემთა ბაზის (GIS) და კადასტრების შედგენა/განახლება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე შენიშვნების და საექსპერტო დასკვნების მომზადება;
უკიდურესად დაძაბულ მეწყრულ-ღვარცოფულ უბნებზე ინსტრუმენტალური მონიტორინგული კვლევების წარმოება;
გეოლოგიური აგეგმვა - სხვადასხვა მასშტაბის სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა/განახლება და შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშის მომზადება;
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი;
ყოველწლიური საინფორმაციო ჰიდროგეოლოგიური ბიულეტენის მომზადება;
სხვადასხვა უწყებათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
გეოლოგიური ბიულეტენები