შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

იურუდიული დეპარტამენტი

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება;

კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სარჩელის მომზადება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება, სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან თანამდებობის პირისათვის;

სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომელთა განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას;

განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501