გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვის და ნიადაგის ქიმიური, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე, აგრეთვე ბუნებრივ რადიაციულ ფონზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და სხვა) დონეების განსაზღვრა;
გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ხარისხის კონტროლი;
გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა;
გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
სამრეწველო ობიექტების სანებართვო დოკუმენტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციების (გარემოსდაცვითი მონიტორინგის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები) განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ექსპერტიზის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა;
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამრეწველო ობიექტების გარემოსდაცვითი კუთხით შემოწმების პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
მოსახლეობიდან შემოსული საჩივრების საფუძველზე ადგილზე შესაბამისი გაზომვითი სამუშაოების ჩატარება;
კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების დასადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად ანთროპოგენული საფრთხეების შეფასების და კლასიფიცირების სისტემის შემუშავება და დანერგვა თანამედროვე მეთოდოლოგიების და მიდგომების გათვალისწინებით;
ანთროპოგენული საფრთხეების შემცირების ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო რეესტრის წარმოება და საფრთხეების რუკების შედგენის ხელშეწყობა;
კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება;
დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოება, გამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენა; მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება;
კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება;
კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.