შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სტრატეგიული განვითარების საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი

სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება;

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება პროცედურების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, ასევე ანგარიშ(ებ)ის/ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

საქართველოს მთავრობის, სამინისტროს და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, კონსოლიდირება;

სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

სააგენტოსთვის პრიორიტეტული საგრანტო პროექტების განხორციელების მიზნით დონორების მოძიება, მოლაპარაკებების ორგანიზება, ამ მიზნით მიმოწერის წარმართვა და კოორდინაცია; საპროექტო/საგრანტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;

უცხო ქვეყნების დელეგაციების და საერთაშორისო ექსპერტების მიღების ორგანიზება, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;

საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა.

სააგენტოს ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

საზოგადოებასთან და მედია საშუალებებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;