შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - ქ. ბათუმში შპს „RONI”-ის ქაღალდის ნარჩენების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოს პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქაღალდის ნარჩენების გადამუშავება (ნარჩენების აღდგენა);

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ”RONI”;

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძეს ქუჩა #211



აღნიშნული პროექტი სამინისტროში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარმოდგენილია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 11 ოქტომბრის N2-827 ბრძანების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.



დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).