შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ სკრინინგის განცხადება - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოლხეთის უბანში, სარეზერვო კომერციული ზონის (შზ-5) №12-ე ტერიტორიის განვითარების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოლხეთის უბანში, სარეზერვო კომერციული ზონის (შზ-5) №12-ე ტერიტორიის განვითარების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

დამგეგმავი ორგანო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქალაქ ზუგდიდის ადმინისტრაციული ერთეული, თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 13.31.74.259; 16003.00 მ2)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 3 მაისს წარმოდგენილ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოლხეთის უბანში, სარეზერვო კომერციული ზონის (შზ-5) №12-ე ტერიტორიის განვითარების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები;

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას;

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.