შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ - ქ. თერჯოლაში შპს „მეტიმპექსის“ ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „მეტიმპექსის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება  ქ. თერჯოლაში  ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33881).

 

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 8 ივნისს N 21/2373 წერილის საფუძველზე შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/376).

 

2022 წლის 13 ივლისს, შპს „მეტიმპექსის“ მიერ N3179 წერილის შესაბამისად წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).