განცხადება აკვაკულტურის სანებართვო პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენისა და რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით
- თარიღი:
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკვაკულტურის სუბიექტი (აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი) ვალდებულია სსდ−გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ნებართვის გამცემს (სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტო) ყოველწლიურად, 30 იანვრამდე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სანებართვო პირობების შესრულების, წლის განმავლობაში მოშენებული აკვაკულტურის ობიექტების (სახეობების მიხედვით) ოდენობების, აკვაკულტურის ობიექტების გამოზრდის ციკლის, სარეალიზაციო ზომების, მათთვის გამოყენებული საკვებისა და საკვები დანამატების ოდენობების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა ასახულ იქნას სანებართვო ანგარიშის ფორმაში და კანონით დადგენილ ვადაში მიმართვის წერილთან ერთად წარედგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს (სსდ-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ელ. ფოსტა: info@des.gov.ge ; სსიპ-გარემოს ეროვნული სააგენტო. ელ.ფოსტა: info@nea.gov.ge ).
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი პირი (აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი), ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური. რეგულირების საფასური ირიცხება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე: 707357499;
რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება აკვაკულტურის კონსტრუქციაში არსებულ ბუნებრივი წყალზე, აკვაკულტურის კონსტრუქციის 1 კბ/მ -ისათვის საზღვაო წყლისთვის − 0,05 ლარის, ტბორისთვის − 0,001 ლარის და სხვა წყლისთვის ( მათ შორის თევზსაშენი აუზისთვის) − 0,1 ლარის ოდენობით, რეგულირების საფასური გადაიხდება წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს 31 იანვრისა.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის/შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

