შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდრომეტეოროლოგია

დეპარტამენტი გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობას:

საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემები;

მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური პარამეტრები. კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები; 

სამშენებლო კლიმატური მომსახურება მრავალწლიური მონაცემების გამოყენებით;

წყალდიდობა-წყალმოვარდნებისაგან სხვადასხვა პერიოდებისა და უზრუნველყოფის (5,10,20,50 და 100 წლიანი) განმეორებადობის შედეგად მოსალოდნელი დატბორვის არეალების განსაზღვრა და მათი ზონირება რუკაზე; 

ამინდის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო და სპეციალური დანიშნულების პროგნოზები; 

გაფრთხილებები მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ. ზვავსაშიშ (თოვლის ზვავები) უბნებზე სპეცპროგნოზები და სპეცგაფრთხილებები; 

საზღვაო ინფრასტრუქტურის ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტება, ზღვისა და მდინარეთა ნაპირების დინამიკის პროგნოზირება;

ჰიდროლოგიური პარამეტრების გაზომვითი სამუშაოები; 

მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვითი სამუშაოები; 

მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოები.


filter form