სააგენტოს ფუნქციები
გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
სააგენტო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებებით, დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
სააგენტოს მიზნები და ძირითადი ამოცანები:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის, გლობალურ ინფორმაციულ ქსელებში, გავრცელება;
გ) გარემოზე დაკვირვების მონაცემთა დამუშავება, გარემოს მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ
გაფრთხილებების შედგენა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება;
ე) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, ეროზიულ-აბრაზიული პროცესები, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) მონიტორინგის განხორციელება;
ვ) კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება;
კ) მაღალი საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
მ) ჰიდროსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება, შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების, მეთოდური და სხვა სახის მასალების მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების (გარდა ტყითსარგებლობისა და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმების) განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება;
პ) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;
ჟ) სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების სრულყოფისა და დანერგვის ხელშეწყობა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა;
ს) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო
მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის ორგანიზება;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის (მათ შორის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია), თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების გაცემა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის(ების) წარმოება;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დამტკიცება;
ღ) სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა (გეოლოგიური აგეგმვა);
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება;
შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.
ჩ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება და ამ სამუშაოებისათვის საჭირო კვლევების წარმოება, ზღვისა და მდინარეთა ნაპირდამცავი პროექტების შემუშავება, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების კვლევა და მონიტორინგი;
ც) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასება და კვოტების განსაზღვრა;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
წ) საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება;
ჭ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე დასკვნების მომზადება და ამ მიზნით სპეციალური რეესტრის წარმოება;
ხ) კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება;
ჯ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების მიწოდება;
ჯ1) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიერ თევზჭერის განხორციელების ანალიზი, კვლევა, თევზჭერის ანგარიშების განხილვა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება;
ჯ2) უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის;
ჯ3) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია;
ჯ4) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმება;
ჯ5) უცხო ქვეყნების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების თაობაზე შეტყობინების დადასტურება და იმ სახელმწიფოებისა და მათი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ ჩანაწერების წარმოება, რომელთაგანაც მიიღო შესაბამისი შეტყობინება;
ჰ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.