შპს ,,ნიუ ჯეომატერიალსის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) ღია კარიერული წესით მოპოვება
- თარიღი:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს:
მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, შპს ,,ნიუ ჯეომატერიალსის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) ღია კარიერული წესით მოპოვება
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშთან და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 21 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან გააგზავნოთ ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://ei.gov.ge/ka/info/7b316bca-7794-4c82-bf5b-02167bda8ca4
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება:
2026 წლის 1 მაისს, 12:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. ამბაროვკის საჯარო სკოლის შენობაში
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
