გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „სტანდარტ ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „სტანდარტ ცემენტი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქ. N6ა.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის 13 დეკემბერი 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20).
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.