განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მენესოს მიმდებარედ შპს „მაბის" სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ხრეში) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „მაბის" მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მენესოს მიმდებარედ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი (ქვიშა-ხრეში) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ბმული).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 7 ნოემბრის №21/6681 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.