გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში, შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 25 ოქტომბერს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციას (იხ. ლინკი- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/930 ).
2022 წლის 9 ნოემბერს შპს „პეტროლჰაბის“ მიერ, ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა შესწორებული ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი. აღნიშნულ პროექტში დაკორექტირდა ცხრილები (7.2, 8.1 და 9.1).
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).