შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბახვისწყალზე "ბახვი 2 ჰესის" პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს "ბახვი 2" მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, "ბახვი 2 ჰესის" პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/950).


2022 წლის 4 ნოემბრის N21/6660  წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.