შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ბახვისწყალზე "ბახვი 2 ჰესის" პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: პროექტში შეტანილი ცვლილებების (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) და 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს "ბახვი 2 ჰესი";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2022 წლის 21 დეკემბერი 15:00 საათი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

 

დოკუმენტის დანართების მოცულობიდან გამომდინარე, დანართები სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://drive.google.com/file/d/10GpBnladnHNDylf7W-kGGhRLyB0JIJ7N/view?usp=share_link