შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. რუსთავში შპს „აგლომერატის“ ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აგლომერატი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის ქ.N2ა

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2022 წლის 27 დეკემბერი 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20).

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მის: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზირი N20). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.