სკოპინგის განცხადება - შპს ლარსი ფაუერის მიერ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდაში, მდინარე თერგზე 5,8 მგვტ დადგმული სიმძლავრის - „ლარსი 2 ჰესი“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
გზშ სკოპინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლარსი ფაუერი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტენწმინდა;
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).