შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ლარსი ფაუერის“, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, დაბა სტეფანწმინდაში, მდინარე თერგზე 5,8 მგვტ დადგმული სიმძლავრის - „ლარსი 2 ჰესი“ მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლარსი ფაუერი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:


2022 წლის 5 დეკემბერი, 13: 00 საათი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.