გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა-ქ. თბილისში, შპს „ავზი 94”-ის 4950 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 4950 მ3 მოცულობის ნავთობპროდუქტების საცავის რეკონსტრუქცია და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ავზი 94“ ;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, სოფ. ფონიჭალა, ცოტნე დადიანის ქუჩა N6 ;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2022 წლის19 დეკემბერი 15:00 საათი, ქ. თბილისის № 218 საჯარო სკოლის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. თბილისის№ 218 საჯარო სკოლის შენობაში.საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.