შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, შპს „აისის“ მდ. ფარავანსა და მდ. კორხზე 9.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ახალქალაქი ჰესის“ (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2), 35 კვ. ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „აისის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდ. ფარავანსა და მდ. კორხზე 9.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ახალქალაქი ჰესის“ (ახალქალაქი 1 და ახალქალაქი 2), 35 კვ. ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას. (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/956).

 

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს შპს „აისმა“ წერილობით მომართა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.