შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ოჩხამურში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (N3) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ოჩხამურში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (N3) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1029). 

2022 წლის 24  ნოემბრის N21/7174 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.