შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკრინინგის განცხადება - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნავაზში შპს „ლგ ტრანსის“ მიერ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და სანიაღვრე წყლების შემკრები რეზერვუარის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია; კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლგ ტრანს“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავაზი;

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).