გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდ. ჩოლაბურის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „მ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „მ გრუპის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდ. ჩოლაბურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1041).
პროექტთან დაკავშირებით 2022 წლის 23 დეკემბერს, 14:00-საათზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1058).
2022 წლის 30 ნოემბრის N21/7307 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2022 წლის 23 დეკემბერს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.