შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე - ასპინძის მუნიციპალიტეტში, შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

2022 წლის 28 ნოემბერს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ ფარავნის ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის განცხადება და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1104). 

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს შპს „საქართველო-ურბან ენერჯიმ“ გარკვეული საკითხის დაზუსტების მიზნით სააგენტოში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 14 დეკემბერის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). 

 

შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული)