შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იყო განცხადება, რომელიც ეხება  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33928 ).

 

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 22 ივნისს N 21/2821 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/336).

 

2022 წლის 19 აგვისტოს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 21/2821 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/653)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 სექტემბერს N 21/5001 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

 

2022 წლის 6 სექტემბერს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 04/345 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/709)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 27 ოქტომბრის N 21/6393 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

 

2022 წლის 7 დეკემბერს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 21/6393 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).