გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - უქმე დღეების გათვალისწინებით, ქ.თბილისში შპს „გეო ენერჯის“ მიერ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტზე შენიშვნების წარმოდგენის ვადის ცვლილების შესახებ
გზშ სკოპინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N6580 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეებად, ქვემოთ ჩამოთვლილ პროექტებზე შეიცვალა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადები.
ქ. თბილისში შპს „გეო ენერჯის“ მიერ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები, განცხადებაში (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1186 ) მითითებული ვადის (2023 წლის 9 იანვრის ჩათვლით) ნაცვლად, შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).