შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები - მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საავტომობილო გზის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტები;
საჯარო განხილვების ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2023  წლის 30 იანვარი 11:00 საათი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. საგურამოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
  • 2023  წლის 30 იანვარი 15:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
  • 2023  წლის 31 იანვარი 11:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. არაგვისპირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
  • 2023  წლის 31 იანვარი 15:00 საათი, დუშეთის მუნიციპალიტეტი,  ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

 

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დოკუმენტის დანართების მოცულობიდან გამომდინარე, დანართები სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://drive.google.com/drive/folders/1f1ipfmQm4jem4ZtLefBUemYDR-OR0HJW?usp=share_link

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.