შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ სკრინინგის განცხადება - ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა N21-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.N05.22.12.029) განაშენიანების დეტალური გეგმა

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

 

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა N21-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ.N05.22.12.029) განაშენიანების დეტალური გეგმა

 

დამგეგმავი ორგანო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

 

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი:  ქ. ბათუმი, შოთა რუსთაველის, დიმიტრი თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის არსებული კვარტალი.

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 11 იანვარს წარმოდგენილ იქნა ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის ქუჩა N21-ში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. N05.22.12.029) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება.

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას