შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - სს „RMG Copper”-ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი კუდსაცავის მოწყობა) პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

 სს „RMG Copper”-ის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება  მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი კუდსაცავის მოწყობა) პროექტს (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/592).

 

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 11 ნოემბრის წერილის N21/6838 საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი; https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1044)

 

 

 

 

2023 წლის 10 იანვარს  სს „RMG Copper”-ის მიერ N21/6838 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

 

დოკუმენტის მე-5 დანართის მოცულობიდან გამომდინარე, დანართი იხილეთ შემდეგ ბმულზე - https://drive.google.com/file/d/1FGqcH06pAtqtTvVVEiir1MGHQXkRbKSt/view?usp=share_link

 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).