განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - ქ. რუსთავში შპს „აგლომერატის“ ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „აგლომერატის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში შპს „აგლომერატის“ ლითონშემცველი მადნის გამოწვისა და აგლომერირების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1056 ).
დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ N 21/130 წერილის შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.