გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენის განთავსება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
• 2023 წლის 21 თებერვალი 11:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. წინწყაროს სარიტუალო დარბაზი;
• 2023 წლის 21 თებერვალი 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. შავსაყდარის საჯარო სკოლა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წინწყაროს სარიტუალო დარბაზში და სოფ. შავსაყდარის საჯარო სკოლის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.