განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - ქ. რუსთავში შპს „პოლივიმის“ პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „პოლივიმის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, მშვიდობის ქ. N48-ში პოლიეთილენ-ტერეფტალატის (PET) ბოთლების რეციკლირების და პოლიეთერის ბოჭკოს საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტს (იხ. ბმული).
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 18 იანვრის №21/234 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.