შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - შპს "თბილისი ჰესის" მდ. მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის (თბილისი ჰესი 20,2 მგვტ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

 შპს "თბილისი ჰესის"  მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც მდ. მტკვარზე ჰიდროელექტროსადგურის (თბილისი ჰესი 20,2 მგვტ) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/644).

 

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, N 21/7088 საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ.ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1323)

 

 

 

 

 

2023 წლის 20 იანვარს შპს "თბილისი ჰესის"  მიერ  N 21/7088  წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.

 

 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).