გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1254).
2023 წლის 24 იანვარს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/19 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).