შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს "საქართველოს რკინიგზის" თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი - ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფ. ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760- 23+060 მონაკვეთის) პროექტში შეტანილი ცვლილებების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, მოლითი - ხაშურის სარკინიგზო უბნის (მათ შორის სოფ. ზვარეს მიმდებარედ დაგეგმილი კმ 20+760- 23+060 მონაკვეთის) პროექტში შეტანილი ცვლილებების პროექტი;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  სს "საქართველოს რკინიგზა";

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

• 2023 წლის 2 მარტი, 14:00 სთ - სოფ. ზვარეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

 

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0