შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების დასასვენებელი კომპლექსი „ბობოყვათის“ მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური დანიშნულების დასასვენებელი კომპლექსი „ბობოყვათის“ მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება (იხ. ელ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1295 ).

გაცნობებთ, რომ სააგენტომ 2023 წლის 9 თებერვლის №21/777 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.