შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - ქ. რუსთავში შპს „სტანდარტ ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/974). ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 9 იანვრის N21/19 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული -  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1262). 

სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 7 თებერვალს შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ N865 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1420). 

სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში გამოვლენილ იქნა რიგი უზუსტობები, რის გამოც 2023 წლის 13 თებერვლის N21/870 წერილის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე. 

გაგრძელდა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/2523).