შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ - შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33570).

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 18 მარტს N 2627/01 წერილის საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტრომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33872). სამინისტრომ აღნიშნულ წერილზე (N 2627/01) დამატებით მოითხოვა (N 4442/01, 02.05.2022) ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციის წარმოდგენა.

2022 წლის 29 აპრილს შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის  მიერ N10717 წერილის შესაბამისად სამინისტროში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/17).

ამასთან, მიმდინარე წლის 24 მაისს (წერილი N 13062) N 4442/01 წერილის შესაბამისად, შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის  მიერ ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).