შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შპს „ნახიდური ჰესის“ 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 35 კილოვოლტი ან მეტი ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ნახიდური ჰესი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნახიდური და სოფ. თამარისი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

  • 2023  წლის პირველი მარტი, 15:00 საათი, სოფ. თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; 

 

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2023 წლის 7 მარტის   ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge   (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო). 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.