შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. თბილისში, სოფ. შინდისში შპს „აჭარა ფროფერთის“ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:
შპს „აჭარა ფროფერთის“ მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ქ. თბილისში, სოფელ შინდისში 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტს (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობას და ექსპლუატაციას. (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1423).

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 10 თებერვლის N21/823 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.