განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ქ. სიღნაღისა და ქ. წნორის წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაციას (იხ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/747). ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 13 დეკემბრის N21/7688 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1191).
ვინაიდან დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ მოხდა დადგენილ ვადებში, 2023 წლის 16 თებერვლის N21/954 წერილის საფუძველზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.