გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ - შპს „სიბიჯორჯიას“ სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
შპს „სიბიჯორჯიას“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში სამელიორაციო სისტემისა და 49 000 მ3 მოცულობის წყალშემკრები რეზერვუარის ექსპლუატაციას. (იხ. ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/809 ).
ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 16 დეკემბრის N21/7881 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1192 )
2023 წლის 16 დეკემბერს შპს „სიბიჯორჯიას“ მიერ N21/7881 წერილის პასუხად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).