შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შპს „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

შპს „ჯორჯია მეტალის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, შპს „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული საწარმოს მოწყობასა და ქსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33524).

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 28 მარტს N3010/01 წერილის საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტრომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33892).

2022 წლის 23 მაისს შპს „ჯორჯია მეტალის“ მიერ N12956 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,  მეტალურგიული საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).