შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ამორფული ბორის საწარმოს მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ამორფული ბორის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია (ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება);

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“;

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი;

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 
2022 წლის 21 ივნისი, 14:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიცპალიტეტის მერიის შენობა 

 

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

 

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2022 წლის 22 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.