გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ბათუმში, შპს „ქვიშა ბათუმის” სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამუშავება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ქვიშა ბათუმი”;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქ. N 3;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
2022 წლის 7 ივლისს 15:00 საათი. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის გამგეობის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ბათუმში, ხელვაჩაურის გამგეობის შენობაში (მის: დიდაჭარის ქუჩა N23). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 22 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილია, შესაბამისად აღნიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება(იხ. ლინკი https://nea.gov.ge/Ge/GZSH/286).